Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

maRalaanT eklesiis kompleqsi
(XIII w.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ წინარეხიდან სამხრეთით 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV-ს დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვართან. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. ისინი დაახლოებული იყვნენ სამეფო კართან და სამღვდელო წინამძღვრებთან, აქტიურად მონაწილეობდნენ ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებულ სიძლიერეს მაღალაძეებმა XVII საუკუნის II ნახევარში მიაღწიეს. ამ დროისათვის გვარის მეთაური ნიკოლოზ ქადაგის ვაჟი პაპუა მაღალაძეა, `სვეტიცხოვლის სახლთუხუცესი~. მას წინარეხში აუგია ორი სასახლე, დიდად განუვრცია თავისი მამულები, უშენებია სოფლები, ციხე-კოშკი, საძვალე. პაპუას შვილებიდან განსაკუთრებით ცნობილია სვეტიცხოვლის ქადაგი ნიკოლოზ მაღალაძე, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული მშენებლობა მაღალაანთ ეკლესიის გარშემო. მისი სახელი მოხსენიებულია სვეტიცხოვლის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ არსებულ წარწერაში. XVIII საუკუნის მე-II ნახევარში მაღალაძენი წინარეხში უკვე აღარ ცხოვრობენ. ქართლის ერთ-ერთ აღწერაში (1764 წ.) ნათქვამია: `წინარეხს მაღალაშვილების სასახლე ხარაბა დამწვარი~. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი წარწერის თანახმად ნიკოლოზ მაღალაძემ 1677 წ. მაღალაანთ ეკლესია შეაკეთებინა, მოახატვინა და შიგ კანკელი დაადგმევინა.
1937-41 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
dasavleTis fasadi

ა) მაღალაანთ ეკლესია, დარბაზულია (12,2X10,6 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. კონსტრუქციული ნაწილები (პილასტრები, კაპიტელები, საბჯენი თაღები, კარის თაღი და წირთხლები) თლილი ქვისაა. ეკლესია ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას, შესასვლელი სამხრეთიდანაა. განიერი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე – თითო პატარა ნიში. ეკლესიას კიდე სამი სარკმელი აქვს: ერთი – დასავლეთით, ორი – სამხრეთით. ჩრდილოეთით მოზრდილი კარია, საიდანაც შეიძლება კონქის თავზე ასვლა. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი.
შემორჩენილი მოხატულობა სხვადასხვა დროის ორ ფენას შეიცავს: პირველი ეკლესიის თანადროულია. ცალკეული ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში, დარბაზის კედლებსა და ეგვტერის ჩრდილოეთ კედლებზე. ეკლესიის მოხატულობის პირველი ფენა დასრულებულია ორმაგი ორნამენტული ზოლით. ამ ფენას ახასიათებს მოქნილი ნახატი, სახის დახვეწილი ნაკვთები, სამოსის ცალკეული ნაწილების (აბჯარი, ორნამენტული არშიები და სხვა) მაღალი ოსტატობით გადმოცემა და ნათელი კოლორიტი – მომწვანო-ფირუზისფერი, ცისფერი, წითელი და ოქრო. მოხატულობის მეორე ფენა შემორჩენილია აღსავლის კარზე, კანკელზე, ჩრდილოეთ კედელის დასავლეთ მონაკვეთზე, ეგვტერისა და დარბაზის შესასვლელის თავზე და დარბაზში შესასვლელის წირთხლებზე. კანკელის ჩრდილოეთ შესასვლელის სამხრეთით გამოსახულია ნიკოლოზ მაღალაძის დედა ელენე. ნახატს ახლავს ბერძნული წარწერა, რომლის თანახმად მოხატულობის ეს ფენა შესრულებულია ელენეს გარდაცვალების (1681 წ.) შემდეგ. წარწერაში მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. მოხატულობის მეორე ფენა ხასიათდება მუქი კოლორიტით, უმთავრესად გამოყენებულია ლურჯი, მონაცრისფრო-ცისფერი, მოწითალო ყავისფერი, მღვრიე ნაცრისფერი.
ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორატიული მიზნით ფირუზისფერი ქვაცაა განოყენებული ფრიზისთვის. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მიდგმულია კარიბჭე. ეს ფასადი მკვეთრად ასიმეტრიულია. მთელ ნაგებობას ჩუქურთმიანი ფრიზით შემკული ორნამენტირებული ლავგარდანი აქვს შემოვლებული. სახურავი ორფერდაა. ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი აქვს მიშენებული. იგი სამნაწილად დაყოფილი ვიწრო გრძელი სათავსია საკმაოდ ამაღლებული შესასვლელით. გადახურილია ცილინდრული კამარით. ეგვტერის აღმოსავლეთ ნაწილი აფსიდიანი სამლოცველოა.

foto
ganakveTi

ბ) სოლომონ მაღალაძის სამრეკლო ეკლესიის სამხრეთით დგას. მისი ქვედა სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. სამხრეთის ფასადის ვრცელი სამშენებლო წარწერის თანახმად აგებულია 1716 წელს ნიკოლოზის ძმის, რევაზ სახლთუხუცესის შვილის, სოლომონის მიერ. კოშკისებრი სამსართულიანი სამრეკლო (5X5 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელის ადგილას სხვადასხვა დონეზე მხოლოდ ვიწრო საფეხურებია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში დატანებულია დიდი მომწვანო თლილი ქვა ექვსი წრიული ნახვრეტით. პირველი სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ღიაა, მეორეზე ერთი ოთახია, მესამე სართულიდან შემორჩენილია მხოლოდ წრიული საფუძველი. მეორე სართულზე ამოშენებული სათოფურების კვალი ჩანს. აქ ბუხარი ყოფილა. მეორე სართულზე ადიოდნენ პირველი სართულის კამარიდან მისადგმელი კიბით, მესამეზე კი – მესამე სართულის კედელში ჩატანებული კიბით.

foto
fasadi, sarTulebis gegmebi, ganakveTi
გ) პაპუა მაღალის სამრეკლო-საძვალე
გალავნის შიგნით დგას. იგი ადრე სამრეკლო იყო. პაპუა მაღალაძემ (გარდაიცვალა 1681 წელს) საძვალედ გადააკეთა. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. სამრეკლო-საძვალე (3,72X3,7 მ) ორსართულიანია. ყოველი სართული ცილინდრული კამარით გადახურული თითო სათავსისგან შედგება. მეორე სართულის კედლები და ღუმელი მთლიანად შეთეთრებულია. გადაკეთების კვალი ნაგებობას აშკარად ემჩნევა: თავდაპირველად ორივე სართული ყოველ მხარეს ღია ყოფილა. ქვემოთ სამრეკლოს ოთხი ბურჯი და ოთხი ისრული თაღი ჰქონია, ზემოთ – ოთხივე მხარეს ორ-ორი ისრულთაღოვანი მალი. პაპუა მაღალაძემ ყველა მალი ამოაშენებინა. ინტერიერი მოგვიანებით მოუხატავთ. მოხატულობა მიეკუთვნება XVII II ნახევარს. პირველ სართულზე შემონახულია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა ხასიათდება შესრულების მანერის სიმშრალით; კოლორიტი მუქი და მღვრიეა (მოვარდისფრო-ყავისფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი, მონაცრისფრო-თეთრი და მუქი ლურჯი). სამრეკლო თავისი კონსტრუქციით არსებითად განსხვავდება საქართველოში გავრცელრბული ჩვეულებრივი ტიპის სამრეკლოებისგან – მას არა აქვს ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.

foto
ganakveTi
დ) ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი) მთელ კომპლექსს გადმოჰყურებს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი სამშენებლო წარწერის მიხედვით იგი პაპუა მაღალაძეს აუგია 1679 წელს. კოშკი ოთხსართულიანია (6X6 მ, სიმაღლე 13 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია, გადახურვა მხოლოდ მეოთხე სართულს აქვს. კოშკს ჰქონია მეხუთე გადაუხურავი სართულიც. მთავარი ფასადი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა მიმართული. შესასვლელიც ამ მხარესაა, მიწის დონეზე. ყოველ სართულზე რამდენიმე ხვრელი-სათოფურია, პირველ, მეორე და მეოთხე სართულებზე კი ბუხრები. მეოთხე სართული თითქმის ძირიდანვე კამაროვანია, კამარა აგურისაა და ეყრდნობა აგურისავე საბჯენ თაღებს. კოშკი დაგვირგვინებულია სალოდეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე პატარა აგურისფერ ქვაზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს თრგუნავს. სამხრეთ-დასავლეთით, მაღლა, მოწითალო ქვაზე მეორე რელიეფია: ყალყზე შემდგარ დიდრქებიან ირემს ქვემოდან წინა თათებით ვეფხვი ჩაფრენია ზურგში, ზემოთ კბილებდაკრეჭილი ცხოველია.
ე) აფთიაქი (3,35X3,2 მ) დგას პაპუა მაღალაძის კოშკის სამხრეთ-დასავლეთით 300 მეტრზე. ამ ადგილს მოსახლეობა საჯინიბოებს და სამტრედოებს უწოდებს. აფთიაქი ნაშენია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერში კედლები დაყოფილია პატარ-პატარა თახჩებად (0,15X0,19, 0,15X0,23 მ). ყველა კედელი, გარდა აღმოსავლეთისა, გარედან მიწაშია მოქცეული (სიგრილის შესანარჩუნებლად).
გალავნის შიგნით, უშუალოდ შესასვლელთან, სწორკუთხა აუზია. შემორჩენილია გარედან შეყვენილი წყლის მილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მაღალაანთ ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1.. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://chitucio.blogspot.com

http://old-garemo.dlf.ge

http://www.radiani.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016