Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bodorna
(XV s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით 5 კმ-ში, მთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერის მიხედვით, ადრე ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია, 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით, XVI-II საუკუნის შუა ხანებში, ქაიყუბათის შვილმა ეკლესიისთვის სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიუშენა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს. 1912 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია გუმბათით აღჭურვილი დარბაზული ეკლესიაა (10.4X7.1 მ), ნაშენია რიყის ქვითა და აგურით. წყობა ძირითადად შერეულია, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა ქვისა და აგურის რიგების წესიერი მონაცვლეობა. გუმბათის ყელი მთლიანად აგურისაა. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა (დასავლეთის შესასვლელი 1912 წლის შეკეთების დროსა გაჭრილი). სამხრეთის შესასვლელი შეისრულია, მის ზღურბლში ჩატანებულ ქვიშაქვის ფილაზე შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელიც სამლოცველოს აგების შესახებ მოგვითხრობს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირი ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან გამოყოფილია რიყის ქვით ნაგები, შელესილ-შეთეთრებული კანკელით. კანკელს აღსავლის კარის გარდა დამატებითი გასასვლელიც აქვს ჩრდილოეთით. დარბაზის სამივე კედელში თითო სარკმელია მოწყობილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლების თაღები ისრულია, დასავლეთ სარკმლის თაღი და გუმბათის ყელში გაჭრილი რვა სარკმლის თაღები – ნახევარწრიული. გუმბათის დასაყრდნობად გრძივი კელდების შეკიდებულ პილასტრებზე გადაყვანილია ორი შეისრულისაბჯენი თაღი. ამ თაღებზე დაყრდნობილია მათი პერპენდიკულარული, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მიმდებარე, ორ-ორსაფეხურიანი საბჯენი თაღები, რომლებიც გუმბათქვეშა კვადრატს ქმნიან. კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასასვლელად გამოყენებულია აფრები.

foto
grZivi ganikveTi das-ken aRmosavleTi fasadi
გარედან ეკლესიის მასები არ შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ჯვაროვან-გუმბათოვანი იერის მისანიჭებლად გუმბათის ყელის სამხრეთით და ჩრდილოეთით, წესისამებრ, გვერდის “მკლავების” ორკალთიანი სახურავებია მოწყობილი, რის გამოც სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადების შუა ნაწილი ამაღლებულია და ფრონტონითაა დასრულებული.
aRmosavleTi fasadi
აღმოსავლეთის ფასადზე აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია სამი მოზრდილი ჯვარი – ერთი, თანაბარმკლავებიანი, ფრონტონის არეშია, თითო – საფეხუროვან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი სარკმლის გვერდებზე. ზედა ჯვრის ქვემოთ მცირე სწორკუთხა შეღრმავებაა. დანარჩენი ფასადები სადაა. სამხრეთის შესასვლელის თავზე ჩასმულ მოიისფრო თლილი ქვის ფილაზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერა გვამცნობს ეკლესიის განახლების თარიღსა და დამკვეთთა ვინაობას, დასავლეთის ფასადის თორმეტსტრიქონიანი მხედრული წარწერა კი – შეკეთების თარიღს. რვაწახნაგოვანიგუმბათის ყელის თითეულ წახნაგზე, ორსაფეხურიან ისრულთაღოვან ნიშებში ვიწრო და მაღალი სარკმლებია ჩასმული, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები აქვთ. წახნაგების წიბოებს თითო ლილვი ასდევს, რომლებიც ზემოთ ჰორიზონტალურ ლილვს უერთდება. ფასადები დასრულებულია მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდნით. გუმბათის ყელის ლავგარდანი ოთხსაფეხურიანია, იგი ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის მწკრივების მონაცვლეობისაგან შედგება. ეკლესიის “მკლავების” სახურავი ორფერდაა, გუმბათისა – პირამიდული. შენობა გადახურულია თუნუქით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2.
2. ფოტოების ავტორი – ია მელითაური, ნინო ნაროზაული.

10. marSruti

ბოდორნა–ავენისი.

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016