Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

urbnisis naqalaqari
(Sua brinjaos xanidan...)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, აბანო, მარანი, წყალსადენი, სამეურნეო წყლის არხები, ბაზილიკა – ურბნისის სიონი, სამრეკლო და სხვა.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა ცნობილი 1104 წლის საეკლესიო კრება.

3. adgilmdebareoba

ურბნისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგანაღმოსავლეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის განაპირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ურბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა.
ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოფ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. ათასწლეულის შუა ხანიდან აქ სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ამ დროს აქ გამავალი სავაჭრო გზების წყალობით ურბნისი მჭიდრო ურთიერთობაშია გარე სამყაროსთან. ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი უცხო დამპყრობლებს დაუქცევიათ და გადაუწვიათ. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან საქალაქო ცხოვრება კვლავ აღორძინდა. ანტიკურ ხანაში ურბნისი დაწინაურდა, გაიზარდა, ეწეოდა გაცხოველებულ ვაჭრობას (აღმოჩენილია მრავალი უცხოური საქონელი და მონეტები). ქალაქი უბნებად ყოფილა დაყოფილი. მოქმედებდა წარმართული “ცეცხლთა, ქვათა და ძელთა” თაყვანისმცემელთა ტაძარი, ებრაელთა სამლოცველო. ქალაქი უზრუნველყოფილი იყო წყლით – ჩრდილოეთის მხრიდან კერამიკული მილებით გამოყვანილი იყო სასმელი წყალი, ლიახვიდან კი სარწყავი არხით (25 კმ) სამეურნეო წყალი (ანტიკური ხანის ეს ნაგებობა დღესაც მოქმედებს). იყო აბანო და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები. ქალაქს სამი მხრიდან მტკიცე გალავანი ჰქონდა შემოვლებული. ურბნისის აშენება, ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად, “ქართლის ცხოვრება” მცხეთოსის შვილს უფლოსს მიაწერს. ურბნისი იხსენიება ქრისტიანული რელიგიის მქადაგებლის წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. აქ ერთი თვე გაჩერებულა და შემდეგ სალოცავად და სავაჭროდ მიმალ ურბნელებს გაყოლია მცხეთაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს აქ საეპისკოპოსოს დაარსება და V-VI საუკუნეების მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის, ხოლო მოგვიანებით ქალაქის ალიზის დიდი გალავნის მშენებლობა. ფეოდალურ ხანაში შეიცვალა ქალაქის სამეურნეო პროფილი. დაქვეითება დაიწყო საქალაქო მეურნეობამ, ვაჭრობამ. სამაგიეროდ გაძლიერდა და ქალაქის ეკონომიკის განმსაზღვრელი გახდა სოფლის მეურნეობის დარგები. ამასთან ურბნისის ეკონომიკური და კულტურული დონე კვლავ მაღალი რჩება. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ურბნისმა კიდევ ერთი რბევა განიცადა. წერილობითი ცნობებით VIII საუკუნის 30-იან წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა. ამის შემდეგ ურბნისი ქალაქად აღარ იხსენიება. აქ რჩება მხოლოდ საეპისკოპოსო რეზიდენცია, რამაც XIX საუკუნემდე იარსება. ფეოდალური ხანის ურბნისის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ დავით აღმაშენებელმა აქ და რუისში ჩაატარა 1104 წლის საეკლესიო კრება. ურბნისი ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა იყო. აქ მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. მნიშვნელოვანია ურბნისის სახარება (X საუკუნე, გადამწერი იოანე ტატანელი).

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

plan
galavnis rekonstruqcia
plan
gengegma

ა) გალავანი – ქალაქი ურბნისი მდინარე მტკვრის მხრიდან ბუნებრივად იყო დაცული. დანარჩენი სამი მხრიდან, გაშლილი ვაკის მხარეს, შემოვლებული ჰქონდა ზღუდე. გათხრებმა გამოავლინა ქალაქის გამაგრების სამი პერიოპდის სისტემა: ანტიკური ხანის, ადრინდელი ფეოდალურისა და ქალაქის გადაწვის შემდგომი ხანის. ქალაქს ორი მთავარი შესასვლელი ჰქონდა; ერთი ჩრდილოეთით ცენტრში დაბლობიდან, მეორე – სამხრეთით, მტკვრის მხარეს პატარა ხევიდან (მდინარეში შემორჩენილია ქვის ხიდის ბურჯები). ანტიკურ ხანაში ქალაქს უვლიდა რიყის ქვით ნაგები სქელი კედელი (ფრაგმენტი შემორჩენილია). ამ კედლის გარე პირი ვერტიკალურია, ხოლო შიდა – დაქანებული. დამწვარი რიყის ქვები მოწმობს, რომ კედელი ძლიერი ხანძრის შედეგად დანგრეულა. მეორე პერიოდის (VI საუკუნის შუა წლები ან მეორე ნახევარი) კედელი ალიზისაა (0,52X0,52X0,12 მ). კედლის პერიმეტრია 2 კმ. შემოზღუდული ტერიტორიის ფართი 23 ჰა, კედლის სისქე 4,5 მ. მიუხედავად დაზიანებისა შესაძლებელი გახდა გალავნის გეგმის აღდგენა.

plan
koSkebis gegma

მდინარის მხარეს გარდა, დანარჩენ სამ მხარეს კედელში, ყოველ 60-65 მეტრში, ჩართულია კოშკი ნახევარწრიული შვერილით. სავარაუდოდ მთელ პერიმეტრზე 18 ასეთი კოშკი იყო. კოშკებს ჰქონდათ სამზერები, ხოლო პარაპეტიანი საბრძოლო ქონგურებით შემოსაზღვრულ გალავანს ზევით საბრძოლო ბილიკი გასდევდა. მესამე პერიოდის (მურვან ყრუს დალაშქვრის შემდგომ) გამაგრების სისტემა წარმოადგენს მიწაყრილს თხრილით. დიდი ხანძრისა და ალიზის განადგურების შემდეგ კედლის ირგვლივ ამოუღიათ თხრილი (სიღრმე 8-10 მ., სიგანე 30-40 მ.) აქედან ამოღებული მიწით კი ალიზის ზღუდეა დაფარული.

 

plan
abano

ბ) აბანო მდებარეობდა ანტიკური ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თარიღდება III საუკუნით. მის ნანგრევებს ფარავს მოგვიანო ხანის (VI-VII სს.) მარანი. აბანო ძირითადათ ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შედგება ანფილადურად განლაგებული სამი სათავსოსაგან. პირველი სათავსი გასახდელ-მოსაცდელია ცივი აუზით, მეორე თბილი აბანოა, ხოლო მესამე – ცხელი. საქვაბე ცხელი სათავსის დასავლეთით იყო, გარეთ. მიკვლეული მასალა მოწმობს აბანოს ქვედა სართულში კალორიფერების სისტემის არსებობას.
გ) წყალსადენი და სამეურნეო წყლის არხები - ურბნისის ტერიტორია მარაგდებოდა სარწყავი და სასმელი წყლით. კირის მკვრივ დუღაბში ჩადგმული წყალსადენის სხვადასხვა ზომის კერამიკული მილების ფრაგმენტები მიკვლეულია ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე. ანტიკური ხანიდან ურბნისი და მიმდებარე ტერიტორია სამეურნეო წყლით მარაგდებოდა მდ. ლიახვიდან მაღალი საინჟინრო ხელოვნებით ნაგები არხით, რომლის სიგრძე იყო 20 კმ. ამ საირიგაციო სისტემის დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებს. მიკვლეულია სამი სხვადასხვა არხი-გვირაბის ნაშთი. ამ ნაგებობების დანიშნულება იყო წყლის გატარება ქალაქის გალავნის ქვეშ.

plan
gegma

დ) ურბნისის სიონი დგას ნაქალაქარის აღმოსავლეთ მონაკვეთში. გაიწმინდა ნაწილობრივ მიწით დაფარული ეკლესიის ინტერიერი, აიყარა გვიანდელი აგურის იატაკი, დადგინდა იატაკის თავდაპირველი დონე, გამოვლიინდაბ ბოძების და პილასტრების პირვანდელი დონე. იატაკის აყრის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ფრაგმენტი პირვანდელი ეკლესიის რელიეფების და სამარხები. ტაძრის გარშემო აღმოჩენილია დამატებითი ნაგებობების ნაშთი და სხვა. ურბნისის ტაძარი სტილისტური ნიშნებით აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებლები, ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.

ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1X22,4) მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებზე ნათლად იკითხება პირვანდელი (VI_VII სს.) და შემდგომი (IX ს. II ნახ. ან X ს. და 1668 წელი) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ნაწილი ამოყვანილია კარგად გათლილი და ურთიერთმორგებული ქვიშაქვის კვადრებით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ ჰორიზონტალობა დაცულია. მომდევნო პერიოდებში აღსადგენად სხვადასხვბა ფორმის ქვაა გამოყენებული, წყობა ირეგულარულია.

aRmosavleTis fasadi ganivi Wrili
XVII საუკუნეში ტაძრის ზედა ნაწილი მთლიანად, აგრეთვე ბოძებისა და პილასტრების ნაწილი აგურით აღუდგენიათ და გვერდის ფასადებზე აგურისავე ორ-ორი კონტრფორსი მიუშენებიათ.
CrdiloeT kontrforsi samxreT kontrforsi
ტაძარში სამი შესასვლელია. პირველი სამშენებლო ფენიდან მხოლოდ სამხრეთის შესასვლელზეა შემორჩენილი არქიტრავის ქვის ჩამონატეხები და ნალისებრი ლუნეტის ნაშთი. ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ოთხი წყვილი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით იყო ამაღლებული. შუა ნავის სამხრეთ ბოძების რიგმა და მათზე გდაყვანილმა თაღებმა პირვანდელი სახით მოაღწია. თაღების მარტივ პროფილიანი იმპოსტები მთლიან ოთხკუთხა ქვაშია გამოკვეთილი, ბაზისები კი კუბურია. ეკლესიის სახურავი კრამიტისაა. ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები ჰქონდა. სამხრეთის მინაშენი, რომელიც აღმოსავლეთით ეგვტერით მთავრდება, პირვანდელი ნაგებობის თანადროულია. მინაშენების დანარჩენი ნაწილი გვიანდელია.
plan
samreklo

ე) სამრეკლო დგას ტაძრის დასავლეთით, თხუტმეტიოდე მეტრზე. დასავლეთ ფასადის ვრცელი წარწერის თანახმად, აგებულია 1706 წელს, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით. სარქარი ყოფილა მეფის ბებიდასშვილი ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტოფორე ფალავანდიშვილი. სამრეკლო (9,1X10,2 მ) სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. ორი ქვედა სართული ერთიანი კუბური მასაა, ხოლო მესამე – ღია თაღოვანი ფანჩატური. ფანჩატური გადახურულია მაღალი კონუსური აგურის გუმბათით. მეორე სართულს აღმოსავლეთით მთელ სიგრძეზე განიერი აივანი გასდევს. კედლებში სარკმლები, ბუხარი, ნიშები და სათოფურებია. აღმოსავლეთის ფასადის წამყვანი ელემენტებია მაღალი თაღოვენი ჭიშკარი და II სართულის ღია აივანი. ეს უკანასკნელი ელემენტი განასხვავებს ურბნისის სამრეკლოს ამ ტიპის სხვა თანადროული ნაგებობებისაგან.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ურბნისის სიონი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი და აგრეთვე რესტავრირებულია.

ურბნისის ნაქალაქარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა და ნინო ნაროზაული.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://skola.edu.ge

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016